18 ნოემბერი 2024,   04:13
ვრცლად
გადადგეს გომელაურის ეს ბანდა და წარსდგეს სასამართლოს წინაშე - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომას და სპეცრაზმის თანამშრომლების დასჯას ითხოვს. განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ამ წუთებში მაჩალიკაშვილების ოჯახში პანკისის ხეობის უხუცესები იმყოფებიან, რომლებიც საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, თემირლან მაჩალიკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

„მოთხოვნაა, ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, მოაშოროს რომელიც დაადეს ეს დაღი, ეს ლაქა, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა და გადადგეს გომელაურის მთელი კლანი სპეცრაზმის და მერე წარსდგეს მთელი ეს ბანდა სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები