ფოთელი მეთევზეები თევზჭერაზე კვოტების გაზრდას ითხოვენ. მათ ამ მოთხოვნით დღეს აქცია გამართეს.
ქართული თევზსაჭერი სეინერების მეპატრონეები ადგილობრივ ხელისუფლებას გარემოს დაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობას სთხოვენ.
მათივე თქმით, კვოტები უკვე ამოიწურა, სეზონის დასრულებამდე კი 3 თვე დარჩა და მათ ამის გამო, უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.