20 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
ივანიშვილის პრეზიდენტობა, ბუნებრივია, არის აბსოლუტურად, ლოგიკური - კონსტიტუციონალისტი, ლევან ბოძაშვილი

„ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, არის უკონკურენტო,“ - ასე აფასებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, კონსტიტუციონალისტი, ლევან ბოძაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ივანიშვილის დასახელებას.

ლევან ბოძაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა უკონკურენტოა.

„იმისთვის, რომ დაბალანსება მოხდეს კონსტიტუციური პროცესის, რომ პრეზიდენტის პოსტი არ იყოს დამოკიდებული ვიწროპარტიულ დღის წესრიგზე, პლიუს, პრეზიდენტი იყოს მაღალი პოლიტიკური წონის და საზოგადოებრივი ნდობის მატარებელი და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, არის უკონკურენტო, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისი პრეზიდენტობა, ბუნებრივია, არის აბსოლუტურად, ლოგიკური, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მაინც გავლენას ახდენს ხელისუფლების საქმიანობაზე, რამდენად კონკრეტულად ეს სხვა თემაა, მაშინ სჯობს, რომ ის სწორედ იყოს სახელმწიფოს მეთაური და ის უკონკურენტოა ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა ლევან ბოძაშვილომა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები