გორის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მერიაში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის გაზრდაზე იმსჯელეს, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
საკრებულოს თავმჯდომარეც და ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ ის 9 ვაკანსია, რომელიც დღეს საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაემატა მერიას, უკვე შევსებულია და ადამიანები ამ დრომდე ანაზღაურების გარეშე მოხალისედ მუშაობდნენ მერიაში.
მერის წარმომადგენელმა სხდომა უკომენტაროდ დატოვა.