20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
დაჯარიმებული კლინიკების რიცხვი მატულობს - ჯანდაცვის სპეციალისტები კანონის გამკაცრებას ემხრობიან

15 წლის მოზარდის სისხლის ანალიზის შედეგები, რომლებიც სამი სხვადასხვა კლინიკიდან მიიღო ოჯახმა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. სამივე კლინიკამ სისხლში საგანგაშო ცვლილები აჩვენა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ მოზარდი ჯანმრთელია. ოჯახის თქმით, ჩატარებულმა კვლევებმა კი მათ საქართველოში მოქმედი კლინიკების და ექიმების ნდობა დაუკარგა.

ექიმების საქმიანობაზე მოქალაქეების საჩივრების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად მატულობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმებული კლინიკების სტატისტიკაც.

რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს შემოწმებული 360 კლინიკიდან 215-ის შემთხვევაში შედგა ოქმი და დაჯარიმდ 142 სამედიცინო დაწესებულება, ეს რიცხვი კი ბევრად მეტია წინა წლის მონაცემებთან შედარებით.

სამართალდამრღვევი კლინიკების ჩამონათვალი კონფიდენციალურია, თუმცა სააგენტოში ადასტურებენ, რომ დარღვევები აღმოაჩინეს, როგორც შედარებით მცირე ზომის, ასევე დიდ სამედიცინო დაწესებულებებშიც.

ექსპერტები აცხადებენ, რომ კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც კლინიკები ფუნქციონირებისთვის ლიცენზიებს იღებენ, უნდა გამკაცრდეს. ჯანდაცვის სპეციალისტები თვლიან, რომ სამართალდამრღვევი კლინიკებისთვის საჯარიმო სახდელი არაადექვატურად დაბალია და კანონის გამკაცრებას ემხრობიან.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ უნდა ამოქმედდეს კლინიკების სარეიტინგო სისტემა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის საჯარო იქნება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები