ქუთაისში ღია ცის ქვეშ დარჩენილი მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ქუჩაში ისინი მას შემდეგ დარჩნენ, რაც საცხოვრებელი სახლი დაეწვათ.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კი სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარებაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ბინის მესაკუთრეები არ იყვნენ.
შორენა არველაძე იმ დღეს იხსენებს, როცა მის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ალმოკიდებული ბინიდან მცირეწლოვანი ბავშვების გამოყვანა მეზობლების დახმარებით შეძლო, ხანძარმა სახლი მთლიანად გაანადგურა, ყველა ნივთი დამწვარია.
ოჯახი, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, ქუთაისში ქირით ცხოვრობდა. შორენა, რომელიც 4 შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა, ახალა ღამეს მეზობლებთან ათევს.
ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო მხოლოდ ის თანხაა, რომელსაც სოციალური შემწეობის სახით იღებს. მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
ქუთაისის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ ბინის მეპატრონე ექსპერტიზის შესაბამის დასკვნას წარადგენს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.