20 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
„ჩვენ უკვე მხარე ვართ, რომ სიმართლე დადგინდეს იმიტომ, რომ ჩვენი რეპუტაცია ილახება"- გიორგი შარაშიძე

მომღერალ „უცნობის“ სიძის გამოკითხვა ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გიორგი შარაშიძე დაკითხვაზე რამდენჯერმე მანამდეც იმყოფებოდა. 

მან გამოკითხვაზე დაბარება მის მიერ კარტელურ გარიგებებზე გაკეთებულ განცხადებას დაუკავშირა და საქმის გადაფარვის მცდელობაზე ისაუბრა.

საგამოძიებო უწყებას კომპანია „კონტრაქტ ვიჟენის“ მფლობელის მიმართ კითხვები „შაბათის კურიერში“ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით ჰქონდათ, რაც კომპანიის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შენობების დემონტაჟს უკავშირდებოდა.

„ჩვენ უკვე მხარე ვართ ამაში, რომ სიმართლე დადგინდეს იმიტომ, რომ ჩვენი რეპუტაცია ილახება და არის მცდელობა, რომ ამი გადაიფაროს რეალური და მძიმე საქმე, რომლის თაობაზეც კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა უკვე დაიწყო. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მაგრამ არც იმას დავუშვებთ, რომ ეს საქმე შუა გზაზე შეწყდეს. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ იქნეს ამოღებული ვიდეოჩანაწერები,“- განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

დღის ამბები