20 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
პოროშენკოსგან მუდმივად ვიღებ მუქარებს - მიხეილ სააკაშვილი

"უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსგან მუდმივად ვიღებ მუქარებს," - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ NEWSONE-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„მუდმივად ვიღებ მუქარებს. მუდმივად მეუბნებიან, გაჩუმდი, არ ისაუბრო ომზე, კორუფციაზე. ამაზე არ ისაუბრო, სხვა რამეზე ისაუბრე, ის პოლიტიკოსები გააკრიტიკე ან შეაქე, ვისაც გეტყვითო,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, იღებდა თუ არა შეტყობინებებს პოროშენკოსგან.

გუშინ კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში, კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.

დღის ამბები