18 ნოემბერი 2024,   04:15
ვრცლად
თბილისში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

ავლაბარში, სპარტაკის ქუჩაზე, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. 

როგორც საგანგებო სიტაციების მართვის ცენტრში აცხადებენ, ხანძარი წუხელ ბარაკის ტიპის ნაგებობაში გაჩნდა, დამწვარია 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტერიტორია.

ხანძრის შედეგად სრულად არის დამწვარი ერთი საცხოვრებელი სახლი, ხოლო დაზიანებულია 6.

გამგებლის თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი შესაბამის დახმარებას გაუწევს გარდაცვლილისა და დაზარალებულთა ოჯახებს. 

მათივე ცნობით, ადგილზე 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, თუმცა ადგილზე მისულ მაშველებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

 

 

დღის ამბები