ქუთაისის მე-2 სამშობიაროს დირექტორის, ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრებას გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ეხმაურება. 21 წლის ვიოლეტა მარტინოვას საკეისრო კვეთა კლინიკაში 2012 წლის 7 იანვარს ჩაუტარდა.
ოჯახი ამის შემდეგ, ექიმის დაკავებას ითხოვდა, სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოიტანა.
გარდაცვლილის დედა მორალური ზიანის ანაზღარურებას ითხოვს, რომელიც ვიოლეტა მარტინოვას 5 წლის შვილს გადაეცემა.
ირაკლი მერკვილაძის ოჯახი და თანამშრომლები კი სასამართლოზე ზეწოლაში კონკურენტ კლინიკებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მოსამართლე, რომელიც საქმეს 4 წლის განმავლობაში იხილავდა, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 3 თვით ადრე საგანგებოდ შეცვალეს.