ანტისანიტარიის გამო, გურჯაანის აგრარულ ბაზარს ამ დრომდე საწარმოო პროცესი აქვს შეჩერებული. ადმინისტრაცია კი 1000 ლარით დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტზე ყველის, თევზისა და ხორცის პავილიონების შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა.
ინდმეწარმეებს პრობლემების გამოსწორება დაევალათ.
დარღვევების გამო, 400 ლარით დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაც.