20 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო პუნქტების გახსნას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნასა და სოხუმში რუსეთის საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნას გმობს.

ამასთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ფაქტი "მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ერთიან საბაჟო სივრცეში ინტეგრირებას და ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯია".

ახალგორში, ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნასთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აიკრძალა დანარჩენი საქართველოდან ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ზღუდავს მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობებს და უხეშად ლახავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს.

დღის ამბები