18 ნოემბერი 2024,   04:10
ვრცლად
ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის მიხედვით, სახელმწიფოების ჩამონათვალში საქართველო  მესამე ადგილზე

საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნარკოდამოკიდებული ქვეყანაა. ნარკომანთა რაოდენობის მიხედვით, სახელმწიფოების ჩამონათვალში საქართველო მესამე ადგილზეა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თუნდაც ამ სიიდან ჩანს, რამდენად არასწორი ნარკოპოლიტიკა აქვს საქართველოს.

არაერთი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ, რაც უფრო მკაცრი და შეუბრალებელია სამართალდამცავი სისტემის დამოკიდებულება ნარკოტიკის მომხმარებელთა მიმართ, მით უფრო მატულობს მათი რაოდენობა, შემცირების ნაცვლად.

დეკლარირებულად ხელისუფლება ამბობს, რომ დამოკიდებულება შესაცვლელია, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერი ძველებურად რჩება.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს ადამიანებს ისევ აკავებენ ნარკოტიკის ფლობისთვის, ისევ იწყება ლაპარაკი ჩადებაზე, მაგრამ ამის დასამტკიცებლად არც კამერებით გადაღებული კადრები არსებობს, არც მოწმეები. საქმეში მხოლოდ თავად დამკავებელი პოლიციელების ჩვენებები დევს და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მოსამართლემ ბრალდებული ციხეში გაუშვას.  

"ბახალას" 8-წლიანი განაჩენი ამის მხოლოდ ერთი გახმაურებული მაგალითია. 

დღის ამბები