30 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
არაბუნებრივი წარმონაქმნები თბილისის მთავარ მოედანზე - მშენებლობები, რომელიც ისტორიას ანგრევს

თავისუფლების მოედანზე აშენებული ბეტონის უზარმაზარი შენობა, რომელიც პანორამა თბილისის შენობის ნაწილია, მთლიანად ამახინჯებს ძველი თბილისის იერსახეს. თბილისში, წლებთან ერთად, ბეტონის შენობების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ქალაქის მთავარ მოედანზე აშენებული ბეტონის უზარმაზარი შენობა ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ შენობებს ჩაგრავს და კონტექსტიდან ვარდება.

ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ახალი შენობა არ შეიძლება, იყოს იმაზე უფრო დიდი და გრანდიოზული, ვიდრე მანამდე იქ მდებარე სხვა ნაგებობები იყო.

პროცესი, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, ცვლის არამხოლოდ მის იერსახეს, არამედ ეკოლოგიურ ვითარებასაც.

სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა აზრით, უკონტროლო მშენებლობები თბილისის მთავარ ისტორიულ შენობებს უკვე საძებარს ხდის. ქალაქი თავის ხასიათს და ფასს კარგავს. 

 

 

დღის ამბები