30 დეკემბერი 2024,   20:58
ვრცლად
თავდაუზოგავი შრომა და მიზანდასახულობა - გალიდან დევნილი ზვიად აძინბაიას წარმატება

მომავალი ლიდერების პროგრამა ჰარვარდის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ტარდება. მონაწილეებს შორის საქართველოდან ერთადერთი ზვიად აძინბაია მოხვდა. 

ზვიად აძინბაია თავად ფლეთჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტია. საუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციის უნივერსიტეტში მოხვედრა მისთვის ერთდროულად საამაყო და საპასუხისმგებლოა, თუმცა, აქამდე გრძელი და რთული გზა გაიარა.

ზვიად აძინბაია გალიდან დევნილი ქართველი აფხაზია. 13 წლის იყო, როდესაც თევზების გაყიდვა დაიწყო და შემოსული თანხით ინგლისურში ემზადებოდა. სკოლის ასაკში, მუშაობის პარალელურად, ბევრს მეცადინეობდა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად კი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტი გახდა. 

ზვიადი  ახლა ფიქრობს, რომ ცხოვრების ამ პერიოდმა ბევრი ასწავლა.

 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები