20 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
საქართველოში ლიტვის პრემიერმინისტრი იმყოფება

საქართველოში ვიზიტით ლიტვის პრემიერმინისტრი იმყოფება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში 09:30 საათისთვის არის დაგეგმილი.

პირველი შეხვედრა სწორედ მთავრობის მეთაურთან შედგება. გიორგი კვირიკაშვილისა და საულიუს სკვერნ-ელისსის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე ოპოზიციასთან.

„ლიტვა, ისევე როგორც ბალტიის ქვეყნები, ძალიან დიდი მხარდამჭერები არიან საქართველოსი და სწორედ ამ თემებზე გვექნება ჩვენ საუბარი, როგორიც არის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები საპარლამენტო დონეზე. ასევე, საუბარი შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას,“ - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, საერთაშორისო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ხვალ ლიტვის მთავრობის ხელმძღვანელი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობა. ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.

დღის ამბები