22 ოქტომბერი 2024,   18:54
ვრცლად
მოვუწოდებ ლორა ტორნტონს მოიხადოს საჯარო ბოდიში გაკეთებული განცხადებისთვის - კასპის მაჟორიტარი დეპუტატი

„მოვუწოდებ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლორა ტორნტონს მოიხადოს საჯარო ბოდიში გაკეთებული განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები საქართველოს და აშშ-ის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს,“ - ეს განცხადება კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების საპასუხოდ, ბრიფინგზე გააკეთა.

NDI-ის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის 60 პროცენტი პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენელს საერთოდ არ იცნობს.

ირაკლი მეზურნიშვილი საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტს უნდობლობას უცხადებს და ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სოციალურ კვლევას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მასშტაბი, გაუმართლებელია, ცინიკური განცხადებებით ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნისთვის მტრული ნარატივის დამკვიდრებას. ნარატივისა, რომლის თანახმადაც აშშ-ს არაფრად უღირს ჩვენსავით მცირე ქვეყნების პარტნიორობა,“ - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.  

 

დღის ამბები