პროკურატურის გამომძიებლები დაღუპული წვევამდელის გიორგი რუსიას ოჯახში იმყოფებიან. საქმე ეხება ბექა რუსიას მობილურ ტელეფონში აღმოჩენილ ვიდეო მასალას, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ერთერთ წვევამდელს და შემდეგ ხევში აგდებს.
გამოძიების დაწყების საფუძველი „კურიერის“ რეპორტაჟი გახდა. გამოძიება საგამოძიებო უწყებამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაიწყო.
ბექა რუსიას მშობლები არ გამორიცხავენ, რომ მათი შვილის მკვლელობა შესაძლოა მოწმის მოშორების მცდელობა იყო. ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვს.
წვევამდელის მკვლელობის საქმეზე ძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.