20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმე - სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება

საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის მორიგი პროცესი მომდინარეობს. დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება, მათ შორისაა სხვადასხვა ქვითარი.

ბრალდების მხარის მტკიცებით, პრეზიდენტმა საბიუჯეტო სახსრები საზოგადოებისთვის ფარულად, პირადი მოხმარებისთვის გამოიყენა, რომლის ოდენობაც 9 მილიონ ლარამდეა.

დაცვის მხარის განცხადებით, ფულის ხარჯვა კანონიერად ხდებოდა და მსგავსი ხარჯების გაწევა დაცვის სპეციალური სამსახური სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც გრძელდებოდა.

დღის ამბები