08 სექტემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ავღანეთის დედაქალაქში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ მორიგ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. შეიარაღებული მებრძოლები ქაბულში ეროვნული თავდაცვის აკადემიის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს.

სროლისა და აფეთქებების ხმა ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა. შეტაკების დროს 5 ჯარისკაცი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმაში 5 მებრძოლი მონაწილეობდა. ორმა მათგანმა თავი აიფეთქა, ორი ავღანელმა სამხედროებმა მოკლეს, ერთი კი დააკავეს.

დღის ამბები