28 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
ანჯელინა ჯოლიმ იორდანიაში სირიელი დევნილები მოინახულა

ანჯელინა ჯოლიმ იორდანიაში სირიელი დევნილები მოინახულა. ჰოლივუდის ვარსკვლავი და გაეროს კეთილი ნების ელჩი დევნილთა ბანაკს ორ შვილთან ერთად ესტუმრა. ანჯელინა ჯოლი ოჯახებს გაესაუბრა, რომლებიც ბანაკში უკვე წლებია ცხოვრობენ.

მსახიობი დევნილთა ბანაკში უკვე ხუთეჯერ იმყოფებოდა.

ანჯელინა ჯოლიმ საერთაშორისო გაერთიანებას მოუწოდა, რომ სირიის კრიზისის მოსაგვარებლად ეფექტური პოლიტიკური გზა მოძებნონ და ხალხს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება მისცენ.

იორდანიაში ამ დროისთვის მილიონ 500 ათასამდე სირიელი დევნილი ცხოვრობს.

დღის ამბები