18 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
მამის ტყვეობაში მყოფი 8 ბავშვი - საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო 

"კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, სახალხო დამცველი იმ რვა ბავშვის ბედით ინტერესდება, რომლებსაც მამა უკვე წლებია სახლიდან არ უშვებს და სკოლაში სწავლას და თანატოლებთან კონტაქტსაც კი უკრძალავს.

საქმის შესწავლა უკვე დაიწყეს ომბუდსმენის სვანეთის ოფისის წარმომადგენლებმა.

სახალხო დამცველის თქმით, აუცილებელია საკითხის შესწავლაში ჩაერთოს სოციალური სამსახური და მოხდეს ბავშვის ინტერესებზე დაყრდნობით ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა.  

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის აქცენტი სოციალურ სამსახურზე უნდა გაკეთდეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩაერთოს შს სამინისტროც.

“რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ მიიღოს განათლება, მათი განვითარების უფლება არის გარანტირებული კანონმდებლობით, რაც მოვისმინეთ ერთი შეხედვით ნამდვილად ჩანს, რომ ადგილი აქვს ბავშვთა უფლებების შეზღუდვას და ოჯახში ძალადობასაც, რაც გამოიხატება იმით, რომ მათ შეზღუდული აქვთ განათლების და განვითარების შესაძლებლობა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები