სახალხო დამცველის აპარატი გარდაცვლილი წვევამდელის, ბექა რუსიას ტელეფონში არსებულ ჩანაწერებს შეისწავლის. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სამხედრო ნაწილში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლო ფაქტს შეისწავლიან.
„ჩვენ გვაქვს დეპარტამენტი სახალხო დამცველის ოფისში, რომელიც სპეციალურად სწავლობს სამხედრო ნაწილში ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, ეს ინცინდენტიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცა და ვაპირებთ, რომ შევისწავლოთ და გამოვავლინოთ გარემოებები აღნიშნული ინცინდენტის გარშემო,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას პირად მობილურ ტელეფონში არსებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უსწორდება ერთ-ერთი მეთაური ჯარისკაცს. ასევე, ფოტოებში ჩანან ჯარისკაცები, რომლებსაც მეთაურის ტაბელური იარაღი უჭირავთ.