18 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
"კლასიკური ფსიქოლოგიური ძალადობა" - ფსიქოლოგები მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტს ეხმაურებიან 

სვანეთში, მამის მიერ 8 შვილის სახლში გამოკეტვის ფაქტს ფსიქოლოგები ეხმაურებიან. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ საქმე კლასიკურ ფსიქოლოგიურ ძალადობასთან გვაქვს, რაც აუცილებელ ჩარევას საჭიროებს.

ფსიქოლოგი ირინა ტაბუცაძე „კურიერთან“ საუბრისას წლების განმავლობაში სახლში გამოკეტილი ბავშვების ეტაპობრივი ადაპტირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„აქ უნდა ძალიან ფრთხილი, ძალიან ფაქიზი მუშაობა. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ ამ ბავშვების ადაპტირება გარემოში მოხდეს. მე ჯერ ისიც ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ამ გარემოდან, რამდენად მოგვცემენ ამის საშუალებას, სერიოზულ აგრესიულ ძალას თუ არ წავაწყდით. იმიტომ, რომ ადამიანს, რომელმაც ააშენა თავის სამყარო, მოიგონა რაღაც, მამას ვგულისხმობ, ამას ასე იოლად არ დათმობს. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის კლასიკური ფსიქოლოგიური ძალადობა,“ - განაცხადა ირინა ტაბუცაძემ.

მამის ფსიქოლოგიურ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას ფსიქოლოგი გიორგი დონაძე. მისი თქმით, სავარაუდოდ, ხდება საკუთარი გამოცდილების, როდესაც სავარაუდოდ მას სასწავლო დაწესებულებაში თავისუფლებას უზღუდავდნენ, განზოგადება და შვილებზე გადმოტანა. 

„მნიშვნელოვანია გააცნობიეროს, რომ იგივე ქმედებას ჩადის, რაც მისი აზრით, სკოლაში ჩადიოდნენ მასწავლებლები და საზოგადოება. მან მათ წაართვა სოციალიზაციის, განათლების მიღების უფლება და მას ჰგონია, რომ კეთილ საქმეს აკეთებს. შესაძლოა, მას კეთილი განზრახვები აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მას არ უფიქრია იმაზე ბავშვებს რა სურთ,“ - აცხადებს გიორგი დონაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები