20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
არ ვიზიარებ იმ ფაქტს, რომ საქართველო არ ჩანს აშშ-ის რუკაზე - სოფიო ქაცარავა ლორა ტორნტონის განცხადებას ეხმაურება 

საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლორა ტორტორნის „ფეისბუქ“ განცხადება, სადაც ლორა ტორტორნი წერდა, რომ „ტრამპი ალბათ რუკაზეც კი ვერ იპოვის საქართველოს“ - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.

სოფიო ქაცარავა ამბობს, რომ NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელის განცხადებას არ ეთანხმება. მისი თქმით, საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მჭიდრო თანამშრომლური ურთიერთობა აკავშირებთ.

„მე რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ იმ ფაქტს, რომ საქართველო არ არის აშშ-ის და საერთაშორისო საზოგადოების რუკაზე, ამის დასტურია ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. მე წავიკითხე ქალბატონი ლორას ეს კომენტარი და გეუბნებით, რომ არ ვიზიარებ იმ ფაქტს, რომ საქართველო არ ჩანს შეერთებული შტატების რუკაზე. კომუნიკაციას აუცილებლად ვეცდები და დღესაც შეიძლება შევხვდე ქალბატონ ლორას,“ - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები