ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოსახლეობა აქციას მართავს. წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის მოსახლეობა ავტომაგისტრალზე კამერების დაყენებას ითხოვს, ასევე, განათებისა და ბარიერების დამონტაჟებას.
აქციის მონაწილეების თქმით, გუშინ საღამოს სწრაფად მომავალი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მოსახლეობის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ავარიით გარდაცვლილი უკვე მეათე მიცვალებულია.