30 დეკემბერი 2024,   18:47
ვრცლად
რეგიონის უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება - გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრემიერმინისტრს შეხვდა 

რეგიონის უსაფრთხოება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ევროინტეგრაცია და რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა - ეს თემები განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და ლიტვის პრემიერმინისტრმა ორმხირივი შეხვედრისას.

ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ორ ქვეყანას ყველა მიმართულებით აქვთ მზარდი და დადებითი დინამიკა.

„განხილული იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს მზარდი და დადებითი დინამიკა და საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ეს შესაძლებლობები. ბუნებრივია, ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარემოზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დღის ამბები