20 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
მართლმსაჯულების იმიტაცია - ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას პასუხობს

მმართველი გუნდის განცხადებებს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინიციატივას, ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა.

მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირები, ვინც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს შეუშლის, ციხეში უფრო მკაცრი სასჯელით მოხვდებიან. 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სანამ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული პირები მაღალ თანამდებობებზე იქნებიან და რეალური საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება, მანამდე უმრავლესობის მხრიდან წარმოდგენილ ინიციატივებს მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ექნება.

„რა გირგვლიანის პაკეტზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც იგივე ადამიანები, რომლებიც შემოქმედები არიან სისტემური დანაშაულისა, დიდწილად კვლავ სისტემებში რჩებიან. ეს არ არის მართლმსაჯულების აღსრულება, ეს არის მართლმსაჯულების იმიტაცია. ასობით მოქალაქე ელოდება პასუხს ხელისუფლებისგან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ეს არ არის და არ უნდა გახდეს პოლიტიკური კინკლაობის და პინგ-პონგის თემა,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები