ერევანში მიხეილ სააკაშვილის წიგნის, სახელწოდებით - "ძალის გამოღვიძება", პრეზენტაცია გაუქმდა. ამის მიზეზად სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციამ, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წიგნის სომხურ ენაზე თარგმანის წარდგენა უნდა გამართულიყო, ტექნიკური პრობლემები დაასახელა.
ორგანიზატორებმა ღონისძიების ჩატარების თარიღი შეცვალეს, ის 7 თებერვალს გაიმართება, თუმცა სად, ჯერჯერობით უცნობია.
„ვფიქრობ, გადაწყვეტილება პრეზენტაციის გაუქმების შესახებ, აბსოლუტურად პოლიტიკურია. რამდენიმე თვის წინ ერევნიდან მომწერეს და მკითხეს რჩევა ამ წიგნის სომხურ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებით. ვფიქრობდი, ამ წიგნთან დაკავშირებით ინტერესი არსებობს, რადგან სომხეთში არის ხალხი, რომელიც აქციებს აწყობს რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ და საქართველოში გატარებული რეფორმები მოსწონთ.
"ვფიქრობ, სომხეთის ხელისუფლებამ უბრალოდ აკრძალა ამ წიგნის პრეზენტაციის ჩატარება და ეს გარკვეულწილად ერევანში რუსეთის საელჩოს გადაწყვეტილებაა. ეს არასასიამოვნო ოსტორიაა და ალბათ, სომხეთის ოპოზიცია ამ შემთხვევას გააპროტესტებს," - განაცხადა მწერალმა ოლეგ პანფილოვმა.