20 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ბავშვების კვება ბაღებში - ოპოზიცია პროკურატურას საკითხის მოკვლევას და კახაბერ გვანცელაძის გამოკითხვას სთხოვს

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლოა, გამოძიების საფუძველი გახდეს. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავარ პროკურტურას მიმართავს.

ოპოზიცია საგამოძიებო უწყებისგან საკითხის მოკვლევასა და კახაბერ გვანცელაძის გამოკითხვას ითხოვს, თუ საიდან ფლობს ინფორმაციას სააგენტოს უფროსი, იმის შესახებ, რომ აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევდა.

"ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩვენთან შეხვედრის დროს გააკეთა განცხადება, რომ წინდა ადმინისტრაციის დროს, საკვები, რომელიც შედიოდა ბაღებში, იყო უხარისხო, ხდებოდა ამ ბავშვების მოწამვლა, საშიშროება იყო, რომ მათ დამართნოდათ დიაბეტი, ასევე საშიში იყო ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

დღის ამბები