20 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ლიტვის პრემიერმინისტრი დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვევა

საქართველოში ლიტვის პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. საულიუს სკვერნელისი დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვევა.

ლიტვის პრემიერმინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც ითვალისწინებს. ლიტვის პრემიერი ძველ თბილისსა და მცხეთას დააათვალიერებს.

დღის ამბები