02 მაისი 2024,   12:50
ვრცლად
მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა

ინგოროყვას კლინიკაში მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების სანახავად ჯანდაცვის მინისტრი მივიდა. მისი ინფორმაციით, 4 დაშავებულს, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებიან, აღენიშნებათ საშუალო ხარისხის დაზიანებები, თუმცა მათი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ამ ეტაპზე აუცილებელია. მათ ამ დროისთვის დამატებითი გამოკვლევები უტარდებათ.

"დაზიანებების უმეტესობა უკვე მართულია, ფიქსირებულია. ისინი დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გარკვეული პერიოდი, თუმცა, საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საქმე არ ემუქრება. ამ ოთხის გარდა, არცერთის მდგომარეობა არ არის კრიტიკული," - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი დაშავდა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი. თუმცა, კეთდება განცხადებები, რომ ჭერის ჩამონგრევა გამოიწვია არასათანადოდ შესრულებულმა სამუშაოებმა. 

დღის ამბები