18 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კახა კალაძის ინფორმაციით, დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს დედაქალაქის მერია დაფარავს. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან. 

დღის ამბები