27 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება - კახა კალაძე

უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება - ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძემ ვარკეთილის მეტროში მომხდარ ფაქტზე, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ის პირი, რომლის პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

კალაძემ კომპანია „ყვარელმშენის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს უპასუხისმგებლოდ შესრულებული უწოდა. მისივე თქმით, თბილისის მერიის მიერ ამ დრომდე მოწმდება საბავშვო ბაღები, სპორტული კომპლექსები და მეტროსადგურები. კალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის უკვე არა ერთი ხარვეზი გამოიკვეთა.

„სახეზე გვაქვს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა. აღნიშნული სამუშაოები შეასრულა კომპანია „ყვარელმშენმა“ და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 347 ათას 852 ლარს. ეს სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდა 2017 წლის აგვისტოში. განახლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა სექტემბრიდან და  "რამდენიმე თვეში მივიღეთ ეს შედეგი.

ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს დროულად უნდა გაეცეს პასუხი. მე როგორც ვიცი, გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა სამსახურმა და არ მინდა ხმამაღალი დასკვნების გაკეთება, რომ არ შევიჭრა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ დანაშაულის "შესაბამისად აგოს პასუხი.

"ვერ და არ ეპატიება არცერთ კომპანიას და არცერთ ადამიანს მისი არაჯეროვანი მოქმედებების შედეგადაც თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე. ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში, - ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს, სამწუხაროდ უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. ძალიან ბევრი საქმეა წინ, შემოწმება, მონიტორინგი უკვე როგორც არსებულის და გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხს,“ - განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები