შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2017 წელს ზრდის ტენდენცია ფიქსირდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე, ასევე ადამიანის უფლებებისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე.
კლება ფიქსირდება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე, ასევე ნარკოდანაშაულზე და სატრანსპორტო დანაშაულზე.
„აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მაჩვენებლები ასე დეტალურად ჩაშლილი, ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გამოქვეყნებულია. ასევე, ვებ გვერდზე ატვირთულია 2017 წლის დეკემბრის სტატისტიკური მაჩვენებლები. 2017 წელს, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებელი შეადგენს 37 ათას 944 ერთეულს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 5,4%-ით აღემატება. მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ რეალური სურათი, ვინაიდან მხოლოდ რეალური სურათის ობიექტური გააზრებით შევძლებთ ადეკვატურად ვუპასუხოთ არსებულ გამოწვევებს,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.