ოპოზიციას მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ინტერესდება, რამდენად ხარისხიანად ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები და რატომ დახუჭა თვალი მერიამ უხარისხო რემონტზე.
„ფაქტია, რომ კომპანიამ, რომელმაც აწარმოა უხარისხოდ, იმიტომ რომ რამდენიმე თვეში დადგა ეს პრობლემა და არა ათ წელში, როგორც დოკუმენტში წერია. ასევე დედაქალაქის მერია, რომელმაც ჩაიბარა და ხელი მოაწერა, რომ ეს ყველაფერი კარგად არის შესრულებული. დღეს რა მივიღეთ აი ამ კონკრეტული გარიგებებიდან, რომ სწორედ არ ჩატარდა ლაბორატორია, რომ სწორად არ ჩატარდა ექსპერტიზა. ვიღაცამ კორუფციულად ჩაიბარა შესრულებული სამუშაო, ჩვენ ვხედავთ ხომ, რომ ათასობით ადამიანს ექმნება საფრთხე და კონკრეტული ადამიანები სამწუხაროდ, არიან დაშავებული,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მეტრო ვარკეთილში ჭერი დილით ჩამოინგრა. დაშავდა 14 ადამიანი. აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია შპს „ყვარელ-რემ-მშენმა" განახორციელა. საგარანტიო დოკუმენტში სამუშაოების ექსპულატაციის პერიოდი 10 წელია მითითებული.