ამერიკის ელჩი საქართველოში ფონდ "ჰერიტაჟის" მიერ მომზადებულ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ამერიკისა და ევროპის ეროვნული ინტერესების ნაწილი უნდა იყოს.
"შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არის მოსაზრება, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის გაღიზიანება, თუმცა საქართველო ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, მან თავად უნდა მიიღოს გადაწვეტილება რა სურს და სხვაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ჩვენ მხარს ვიჭერთ საქართველოს მისწრაფებებს და სუვერენულ გადაწყვეტილებას, მოიქცეს ისე, როგორც მას სურს,“ - განაცხადა იან კელიმ.
აშშ-ის ელჩი საქართველოში შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ახალ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რუსეთის ბიზნეს და პოლიტიკური ელიტა შავ სიაში იქნება შეყვანილი. მისი თქმით, ეს არის პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რასაც ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებში და მათ შორის უკრაინაში ახორციელებს.
„შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მთავრობამ გადაიხადოს საკადრისი ფასი უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფისა და შიდა საქმეებში ჩარევის გამო. სანქციები დაწესდა ასევე რუსეთის ჩარევის გამო, ამერიკის შიდა დემოკრატიულ პროცესებში, არჩევნებში. ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოს რუსეთის ფედერაციამ, რომ მიუღებელია ჩვენს საშინაო საქმეებსა და უკრაინის შიდა პროცესებში ჩარევა. ასე რომ, ეს კონკრეტული სიგნალი მიუთითებს რუსეთს კონგრესი მხრიდან, თუ რა არის მისთვის მიუღებელი," - აღნიშნა იან კელიმ.