18 ნოემბერი 2024,   04:20
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის სასამართლოში - მოკლული ბექა რუსიას საქმის განხილვა 26 თებერვლამდე გადაიდო

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის სასამართლოში. ბექა რუსიას ოჯახის წევრები მათი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული დავით ჯალაღანიას ოჯახის წევრებთან იმის გარკვევას შეეცადნენ, თუ რატომ არ ითხოვენ ისინი ჯალაღანიას უშუალო მეთაურების დაკავებას.

მიმდინარე გამოძიებით უკმაყოფილოა როგორც მოკლულის, ისე მეორე მხარის ოჯახი. პირველი ჩვენებების ეტაპზე დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავდა და მისი ნათესავებისთვის უცნობია, რა ჩვენება მისცა მან.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა გარდაცვლილის ადვოკატს განუმარტა, იარაღი მას არ გადაუტენია და საბრძოლო მოქმედებაში დატოვებული იარაღი უნებურად გაუვარდა.

რუსიას ოჯახი კი, განზრახ მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოძიება რეალურ მკვლელებს ფარავს.

სასამართლო 26 თებერვლამდე გადაიდო. ბრალდების მხარემ დრო დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად ითხოვა. 

​ 

დღის ამბები