ირაკლი ფირცხალავას სასამართლო პროცესი მოსამართლის პირადი მიზეზით გადაიდო. მისი ადვოკატის განცხადებით, სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს პროცესს, რადგან არ სურს ამ საქმეზე ფირცხალავას გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
„მერამდენედ, სასამართლო ორგანო აჭიანურებს საქმის განხილვას, იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ საქმეზე, ვერანაირ შემთხვევაში ვერ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი,“ - აცხადებს ადვოკატი დავით ცინქცილაძე.
ირაკლი ფირცხალავას პროცესი ე.წ. ციანიდის საქმის ნაწილია. კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი აცხადებდა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე სპეცსამსახურების აგენტი პროვოკატორი იყო, რაზეც მოწმემ მოითხოვა პროკურატურის მხრიდან რეაგირება. ხოლო ფირცხალავამ დუმილის უფლება გამოიყენა.