18 ნოემბერი 2024,   04:16
ვრცლად
მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევისას დაშავებულებიდან ორს ოპერაცია უტარდება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულები კვლავ სამკურნალო დაწესებულებაში რჩებიან. ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება ორ პაციენტს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალი ექიმის განმარტებით, ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

„პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არის დამაკმაყოფილებელი. მათ უტარდებათ ოპერაციული მკურნალობა. კოჭ-წვივის სახსრის ოსტეოქონდროზი სინთეზი აქვს ერთ პაციენტს და მეორე პაციენტს წვივის ძვლების ოსტეოსინთეზი. ამჟამად სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა არ არის. ჯერჯერობით საოპერაციოში არიან პაციენტები. გაწერა უახლოესი სამი-ოთხი დღის განმავლობაში არ მოხერხდება,“-განაცხადა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი დილით ჩამოინგრა. დაშავდა 14 ადამიანი. სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში განხორციელდა. ის "ყვარელრემმშენმა" ჩაატარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები