18 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
ვხედავ მასა მოდის და შენ უნდა გაიქცე, რომ გაასწრო, მაგრამ ყველანი მოვყევით შიგნით - ვარკეთილის მეტროში დაშავებული

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულები "კურიერთან" იხსენებენ, რა ხდებოდა მეტროსადგურში უშუალოდ ნგრევის მომენტში. ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი საკრაული "კურიერს" უყვება, რომ ჭერის ჩამოვარდნის შედეგად ხალხი პანიკამ მოიცვა.

14 დაშავებულს ზევიდან მაგნეზიტის ფილები და რკინის კონსტრუქციის ნაწილები დაეცა. მგზავრების ნაწილმა თავი გაჩერებული მატარებლის ვაგონებს შეაფარა. მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. 

„ვხედავ ტორნადო, ოღონდ ტორნადო კედლის, ჭერის და რაღაც უზარმაზარი მასა მოდის შენსკენ. მასა მოდის და ეს ტალღასავით პატარავდება და უკვე შენ უნდა გაიქცე, რომ გაასწრო, მაგრამ ყველანი მოვყევით შიგნით," - ამბობს დაშავებული. 

გიორგი საკრაული ყვება, რომ რკინის კონსტრუქცია ერთ-ერთმა მოქალაქემ აწია და შიგ მოყოლილი ადამიანები გამოიყვანა. 

"აბსოლუტურად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომლებმაც უბრალოდ ფურთხით მიაწებეს ჭერი. რომლებიც ფურთხით აკეთებენ ნებისმიერ ნაგებობას, მეტროსადგურებში და არა მარტო მეტროსადგურებში. აბსოლუტურად უნდა შემოწმდეს და დაისაჯოს მარტო კომპანია კი არა, იმ კომპანიამ მერე ვიღაცას ხომ ჩააბარა, ვიღაცამ ხომ ხელი მოაწერა?“ - ამბობს გიორგი საკრაული.

დღის ამბები