თბილისი შესაძლოა, კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გარეშე დარჩეს. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი კინოსტუდიის ისტორიული ნაგებობა იყიდება. კულტურული ნაგებობა თბილისის ცენტრში მდებარეობს და დიდ ისტორიას ინახავს. იქ, სადაც ახლა მიტოვებული ნანგრევებია, წარსულ ეპოქაში საუკუნის შედევრები იქმნებოდა. ქართული კინოსტუდიის რელიქვიად ქცეული პავილიონი დღეს მეორედ იყიდება. კინოსტუდიის შენობის გაყიდვას ჯერ კიდევ 11 წლის წინ დიდი სკანდალი მოჰყვა.
ისტორიული შენობა ახალ მეპატრონეს ელოდება. ვიდრე კინოსტუდიის პავილიონის მფლობელი გამოჩნდება, ხელოვნებად მცოდნეებმა ინვესტორს წითელი შუქი უკვე აუნთეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომელიც 30-იან წლებში აშენდა, უნიკალური ვიზუალის ნაგებობაა და მოითხოვენ რომ კანონის შესაბამისად მისის იერსახე უცვლელი დარჩეს. დათანხმდება თუ არა მყიდველი ამ გარიგებას უცნობია.
კინოსტუდიის პავილიონის ახლანდელი მფლობელი დეველოპერული კომპანია „ჯი არ დისია“.
ვინ იქნება მომდევნო მფლობელი ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდი ფილმების პავილიონის მფლობელი მომდევნო დღეებში უნდა გადაწყდეს.