18 ნოემბერი 2024,   04:14
ვრცლად
„რატომ ჰგონია, რომ მისი მილიარდები გადაარჩენს? - მურმან დუმბაძე ივანიშვილის მიერ ხეების გადანერგვას "უგუნურ პროექტს" უწოდებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ყოფილი ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადანერგვა უგუნური და ამორალური პროექტია.

„ბიძინა ივანიშვილის ამ უგუნურ საქციელს წერტილი უნდა დაესვას,“-აცხადებს მურმან დუმბაძე.

მისი თქმით საკადრო პოლიტიკა გადამწყვეტია იმისთვის, რომ მსგავსი პროექტები არ განხორციელდეს. მურმან დუმბაძე თვლის ზნეობრივი პრინციპების არმქონე ხალხი მართავს ქვეყანას და სწორედ ამიტომ ისინი ვერ უწევენ წინააღმდეგობას ბიძინა ივანიშვილს.

მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ის დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს სწორედ იმიტომ, რომ ხალხის ინტერესები ზიანდებოდა.

„ყველა ხელისუფლება საკუთარი მანკიერების მსხვერპლი ხდება,“-განაცხადა მურმან დუმბაძემ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ყოფილი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ფული, რომ საკუთარ დაჩაზე გადაიტანოს ხე და აწარმოებს უგუნურ პროექტს. მისივე თქმით ამას უნდა მოჰყვება საზოგადოების მწვავე რეაქცია და თუნდაც რამდენიმე მათგანმა რომ გამოხატოს პროტესტი და გზა გადაკეტოს ამას მოჰყვება შედეგი.

„რატომ ჰგონია, რომ მისი მილიარდები გადაარჩენს? არ გადაარჩენს,“-განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ხელისუფალი, რომელიც არ ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესებს, ის ხელისუფლება ჩამოგდებას და პანღურს იმსახურებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები