20 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
მერიაში ხელფასების გაზრდა - ბორჯომის საკრებულო ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება

ბორჯომის საკრებულო მორიგი ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. სხდომაზე მერისა და მერიის თანამშრომლების ხელფასების ზრდის საკითხი უნდა განიხილონ. სხდომა საჯარო იქნება და მასზე დასწრება დეპუტატებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებისთვისაც ნებადართულია.

საკრებულოს წევრების თქმით, მათთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მერიის ინიციატივა მიუღებელია და ისინი მის დამტკიცებას არ აპირებენ.

„არ აკმაყოფილებთ 1550 ლარიანი ხელფასები და უნდათ 2000 ლარი. მარაზმია, როდესაც უამრავი ახალგაზრდა არსებობს ბორჯომში, რომელიც ამ ხელფასის ნახევარზე მზადაა იმუშაო და ემსახუროს თავის სამშობლოს და ქვეყანას. თუ ინფლაციაზეა საუბარი, პროდუქტის გაძვირებაზე და ცხოვრების გაძვირებაზე, ვისაც ხმას აძლევდნენ ეს საჯარო მოხელეები ბიძინა ივანიშვილის უსაქმურ მთავრობას, ისევ იმათ მოკითხონ,“ - განაცხადა ბორჯომის საკრებულოს წევრმა „ლეიბორისტული პარტიიდან" გიორგი გიუაშვილმა.

დღის ამბები