შეხვედრებს მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი შალვა ნათელაშვილი.
„ლეიბორისტების“ ლიდერმა შეხვედრები უკვე გამართა კონგრესის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში. შეხვდა კონგრესმენებს დინა ტიტუსს, დენი დევისს, სტივ რასელსა და რობერტ პიტენგერს.
ნათელაშვილის თქმით, განხილული იყო საქართველოში არსებული ვითარება, არაფორმალური მმართველობა და კორუფცია.
"საქართველოში შექმნილი მდგომარეობით რა თქმა უნდა ისინი კმაყოფილი არ არიან, იციან რა დღეშია ხალხი სოციალურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, უამრავია აქ თავშესაფრის მთხოვნელი. მათ იციან ის კორუფციის უზარმაზარი მასშტაბები, რომელიც აგვიგო ივანიშვილის რეჟიმმა. მათ იციან ელიტის ზღვარგადასული სიმდიდრის შესახებ. ამერიკელი მეგობრებისთვის ცნობილია ივანიშვილის შავბნელი საქმიანობის ძალიან სერიოზული პერიპეტიები, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო არენაზე," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.