18 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
მეტროში მომხდარი ინციდენტისას ერთ-ერთ დაშავებულს საოპერაციოდ ამზადებენ

მეტროში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული 14 ადამიანიდან 13 კვლავ სტაციონარში რჩება. 3 პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც მოტეხილობების გამო ოპერაცია ჩაუტარდათ, შედარებით რთულია.

ამ წუთებში საოპერაციოდ  კიდევ ერთ დაშავებულს ამზადებენ. 26 წლის გოგოს დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული.

„პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური, პაციენტი გუშინ შემოვიდა დილის საათებში 10-დან 11 საათამდე. აღენიშნებოდა სახეზე, ცხვირისა და წარბის არეში ნაკვეთოვანი ჭრილობა, ასევე აღენიშნებოდა მარცხენა ფეხის როტაცია, კვირისტავი არის გატეხილი. დღეს იგეგმება ოპერაცია,“ - განაცხადა "ოპტიმალ მედის” რეანიმაციის და ანესთეზიის განყოფილების ხელმძღვანელმა თემურ ხელაშვილმა.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ოთხი დაშავებული ”ამტელ ჰოსპიტალში” მკურნალობს. ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის, ბესიკ წივწივაძის ინფორმაციით, ისინი სტაციონალურ მკურნალობას გადიან.

ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ექიმის ინფორმაციით, თავის ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება.

დღის ამბები