03 მაისი 2024,   15:51
ვრცლად
მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ქუთაისის მერიის თანამშრომელს დაუკავშირდა, რომელსაც გელათის ქუჩაზე მდებარე შენობაზე, პროექტის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში ქრთამი შესთავაზა.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები