20 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ ხუთეულში შევედით - გიორგი კვირიკაშვილი

„თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ ხუთეულში შევედით,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“ ბიზნეს ასოციაციის და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრის დროს გააკეთა.

პრემიერმა შეხვედრის დროს ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე წარადგინა. 

პრემიერმინისტრმა იმ მიღწევებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველომ 2017 წელს მიაღწია ეკონომიკური კუთხით.

„მთლიანობაში, მაკროეკონომიკური პარამეტრებით 2017 წელი საკმაოდ წარმატებულად დაიხურა, დაგეგმილზე მაღალი პარამეტრები იყო, აბსოლუტურად, როგორც ზრდის მაჩვენებლებით მთლიანი შიდა პროდუქტით, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ჭირაქაძე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის მეტი კომუნიკაციის მიზნით, პრემიერს რამდენიმე წინადადებას წარუდგენენ.  

დღის ამბები