20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
ოპოზიცია დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის მიმართ"რბილ" დამოკიდებულებაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ “კრემლის მოხსენების“ გამო "დემოკრატი" კონგრესმენების კრიტიკა დაიმსახურა. ოპოზიცია დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის მიმართ "რბილ" დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

"დემოკრატებს" არ მოსწონთ, რომ ფინანსთა სამინისტროს "შავი სია" მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს და პუტინის გარემოცვის წევრებს დამატებით სანქციებს არ უწესებს.

სენატორების პრეტენზიებს თავად ფინანსთა მინისტრმა უპასუხა. სტივენ მნუჩინმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც შავ სიაშია, მორიგი სანქციები მზადდება. მინისტრმა განმარტა, რომ ამის შესახებ მოხსენების გასაიდუმლოებულ ნაწილშია საუბარი.

ე.წ. “კრემლის მოხსენება“ ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს გუშინ წარუდგინა. შავ სიაში რუსეთის მთელი პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა მოხვდა. გასაჯაროებულ სიაში პუტინის გარემოცვის 210 ადამიანი ფიგურირებს, თუმცა ვისი გვარებია გასაიდუმლოებულ ნაწილში, უცნობია.

დღის ამბები