18 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
„ქართული ოცნების" დაანონსებული საპენსიო რეფორმა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ტყუილი" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას, საპენსიო რეფორმის შესახებ, უარყოფითად აფასებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. "ევროპული საქართველოს" წევრი აცხადებს, რომ რეფორმით ხელისუფლება ხანდაზმულებს ატყუებს.

მისი განმარტებით, საპენსიო რეფორმა ბიზნესზე უარყოფითად აისახება და უმუშევრობის დონესაც გაზრდის.

„ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული ეს საპენსიო რეფორმა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ტყუილი დღევანდელი პენსიონრებისთვის და ტყუილი მომავალი პენსიონრებისთვის,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები